რამდენი ხანია არაფერი დამიწერია
მალე ამ ბლოგს წავშლი, ალბათ
რა ხდება ე.ი.
ზედაზე მაქვს 19,5
ქვედაზე 18 და ჩეინი (ჯაჭვის ლიგატურა?) პრემოლარის მოსაწევად...
ზეგ, 15 მაისს, 1 წელი გახდება რაც ბრეკეტებს ვატარებ :|
რომ დავიწყე, მეგონა, რომ ერთ წელში გაცილებით მეტი შედეგი მექნებოდა :|
როგორც წესი, წუწუნი არ მჩვევია, საკუთარი გეგმების ფარგლებში,
მაგრამ მინდა დავწერო,
რომ ეს ერთი წელი ყველაზე გრძელი ერთი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში (აი, ასე პათეტიკურად) !
ბრეკეტები არ რულზ!
ბრეკეტები მოსაწყენია!
ბრეკეტები დამღლელია!
შეიძლება, მე ვარ ასეთი, მაგრამ ამ ერთი წლის მანძილზე ჩემი ცხოვრება წინამორბედებისგან განსხვავებული იყო...რაღაცეებზე უარს ვამბობ ამის გამო! მირჩევნია სადმე (დაბ.დღეზე, საღამოზე, საახლობლო/სამეგობროს შეკრების ადგილზე) არ წავიდე, ვიდრე წავიდე...
არა იმიტომ, რომ იქ ვინმეს დამოკიდებულება იცვლება ჩემს მიმართ, ბრეკეტების გამო(პირიქით მეუბნებიან, მეც მინდა...საღოლ როგორ გადაწყვიტეო და ა.შ. );
არც იმის გამო, რომ ჭამის დროს დისკომფორტს მიქმნის(თუნდაც ესთეტიკურს)...
არ მიქმნის, არანაირს !
უბრალოდ, არ ვიცი... მეზარება ახლა ამაზე ფიქრი...
კიდევ რა შეცვალა ჩემს ცხოვრებაში ბრეკეტებმა?
ჩემი ყველა გრძელვადიანი გეგმა ამაზეა დამოკიდებული/აწყობილი ! ! !
იმ ორ წელს გავდივარ, რომელსაც კბილებს ვწირავ ! და რომლის განმავლობაშიც ნეიტრალური ვარ..ფერი არ აქვს ამ ორ წელს... ცარიელია!
მაგრამ, დიახაც! მ ი ღ ი რ ს !
ერთი წლის წინ რომ დამაბრუნა, ისევ გავიკეთებდი! რომც მცოდნოდა, რომ ასე ნელა წავიდოდა ყველაფერი !
კიდევ უფრო ნელაც რომ ყოფილიყო, მაინც გავიკეთებდი !
გამწარებული/დაბოღმილი სულაც არ ვარ :)
უბრალოდ, ვაფიქსირებ ჩემს ამბებს, რომ მერე...
წავშალო :)
ჩემი ნაწერი არც ისე გამართულია, ვიცი ! მაგრამ ძალიან მეზარება ამ ტექსტის გადაკითხვა და ჩასწორება...
თუ კი ვინმე ამ პოსტს კითხულობს (რაშიც ეჭვი მეპარება :DD იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩემი დეიდაშვილის და მარიკას გარდა არვინ იცის ამ ბლოგის მისამართი :D რომლებიც მგონი ჩემსავით იშვიათად შუმოდიან აქ..) და გაუჩნდა იმის შეგრძნება, რომ მორიგი გოიმის ბლოგზე მოხვდა, ვუდასტურებ ეჭვს !
Thierry მიყვარხარ !
http://www.youtube.com/watch?v=7tMJ1GnIbBs
Subscribe to:
Post Comments (Atom)
არაფერიც ვერ გამოიცანი მე წავიკითხე და თან რავი სუ მეზარებოდა ბლოგის შექმნა და აი ძლივს რო შევქმენი გახარებული ვარ(ეს რა შუაში იყო?:)
ReplyDeleteხო და ისა რაქვია მე მომწონს ბრეკეტები დებილი ვარ?თან ფერად ფერადებიცაა როგორც ვიცი:))
haha.. es axla vnaxe :D
ReplyDeletebreketebi imitom mogwons rom shen ar giketia :P mec momwonda sanam gaviketebdi :D nu..axlac didad ar vizabebi..magram momwons tko vegar vityvi..
ki, aris, magram me ar gavaketebine.. zaan bneli var :D rezinebsac ar vaketebineb xolme ferads :D zedmet yuradgebas ikcevs.. yvela pirshi giyurebs mere :D)))))
p.s. Welcome on the blogboard!:D
haha.. es axla vnaxe :D>>>>მეც ეხა ვანახე:D
ReplyDeletebreketebi imitom mogwons rom shen
ar giketia :P>>>>საკმაოდ მყარი არგუმენტია:D
ჩემი აზრით,ჩვეულებრივი ბრეკეტებიც საკმაო ყურადღებას იქცევს:))
უი ხო ჩემი შენი კბილი კარქათ გრძნობს თავს:)))))))))