Wednesday, November 11, 2009

:-S

პოლარიზებულია ეთო :-S

ერთი პოლუსი ბედნიერების შკალაზე 11/10 - ს უჩვენებს,
იმაზედ, რომ თითქმის ყველა კბილი მტკივა :>>>>

მეორე კიდევ - სევდის ნისლში გახვეულა, სიკვდილი არა სწადია :(

H1N1-ო, ძალიან გთხოვ,
ახლა არა !
მაცადე 2-3 წელი :(
და
არც მერე...
მაგრამ
ახლა
განსაკუთრებით
არა .
:-S

Tuesday, November 10, 2009

H1N1 ?

ქვდა ყბაზე დავაყენეთ დღეს...
ზედა პრემოლარზეც გადავაყენეთ ბრეკეტი
მაგრამ ქვედა საჭრელზე ამძვრა უკვე :(
ოკლუზია საერთოდ არ მაქვს :(
ერთადერთი რაც ერთმანეთს ეხება: ზედა ყბის საჭრელები ქვედა ბრეკეტებს ურტყამენ :/
ხოდა 3 კვირაში მოდიო...
იქამდე დანარჩენებსაც ავტეხავ ალბათ...
მოკლედ, ხვალ დავურეკავ, თორემ დღეს უკვე ცოდოა... 4 საათი სავარძელზე ვეჯექი ...
თან ფაფების გარდა ვერაფერს ვჭამ .
და ნერვებაშლილი ვარ .
ყველაფერზე ვჩხუბობ .
და არც ჩუქურთმების დახატვის სურვილი მაქვს .

არ ვამბობ, რომ მომბეზრდა ბრეკეტები !
არანაირად!
უბრალოდ, ცოტა ხანი ნერვებაშლილს უნდა გამიძლონ! :D

პ.ს. თან ამ ღორის გრიპმა ხო დამთრგუნა და დამაძაბუნა... სუნთქვა მიჭირს რაც მე-8 ამოვიღე და დღეს გავიგე, მაგის პირველი სიმპტომი ყოფილა...
იმედია, ისე არ მოვკვდები, ჩემი გასწორებული კბილები არ ვნახო :(

Monday, November 9, 2009

მგონი გვეშველა

ხოდა...რა ხდება, ახლა...
წინა კვირას ისევ გადავედით 16 ნომ. რკალზე...
და ხვალ მივდივარ, რომ ქვედაზეც დამიყენოს აპარატი !

და 48 კბილი ამოვიღე, შაბათს...
ნაკერები მადევს და ცოტა ყელი მტკივა...
მაგრამ, იმედია, ხვალ რაც დაგეგმილი გვაქვს გავაკეთებთ :(