Tuesday, December 22, 2009

Routine

პარასკევს ვიყავი, 18 - ში
ზედაზე 18 დამიტოვა
ქვედაზე 18-ზე გადამიყვანა

Tuesday, December 1, 2009

.

დღეს
ზედაზე - 18
ქვედაზე - 16
ამძვრალი ბრეკეტი დამიმაგრა .

Wednesday, November 11, 2009

:-S

პოლარიზებულია ეთო :-S

ერთი პოლუსი ბედნიერების შკალაზე 11/10 - ს უჩვენებს,
იმაზედ, რომ თითქმის ყველა კბილი მტკივა :>>>>

მეორე კიდევ - სევდის ნისლში გახვეულა, სიკვდილი არა სწადია :(

H1N1-ო, ძალიან გთხოვ,
ახლა არა !
მაცადე 2-3 წელი :(
და
არც მერე...
მაგრამ
ახლა
განსაკუთრებით
არა .
:-S

Tuesday, November 10, 2009

H1N1 ?

ქვდა ყბაზე დავაყენეთ დღეს...
ზედა პრემოლარზეც გადავაყენეთ ბრეკეტი
მაგრამ ქვედა საჭრელზე ამძვრა უკვე :(
ოკლუზია საერთოდ არ მაქვს :(
ერთადერთი რაც ერთმანეთს ეხება: ზედა ყბის საჭრელები ქვედა ბრეკეტებს ურტყამენ :/
ხოდა 3 კვირაში მოდიო...
იქამდე დანარჩენებსაც ავტეხავ ალბათ...
მოკლედ, ხვალ დავურეკავ, თორემ დღეს უკვე ცოდოა... 4 საათი სავარძელზე ვეჯექი ...
თან ფაფების გარდა ვერაფერს ვჭამ .
და ნერვებაშლილი ვარ .
ყველაფერზე ვჩხუბობ .
და არც ჩუქურთმების დახატვის სურვილი მაქვს .

არ ვამბობ, რომ მომბეზრდა ბრეკეტები !
არანაირად!
უბრალოდ, ცოტა ხანი ნერვებაშლილს უნდა გამიძლონ! :D

პ.ს. თან ამ ღორის გრიპმა ხო დამთრგუნა და დამაძაბუნა... სუნთქვა მიჭირს რაც მე-8 ამოვიღე და დღეს გავიგე, მაგის პირველი სიმპტომი ყოფილა...
იმედია, ისე არ მოვკვდები, ჩემი გასწორებული კბილები არ ვნახო :(

Monday, November 9, 2009

მგონი გვეშველა

ხოდა...რა ხდება, ახლა...
წინა კვირას ისევ გადავედით 16 ნომ. რკალზე...
და ხვალ მივდივარ, რომ ქვედაზეც დამიყენოს აპარატი !

და 48 კბილი ამოვიღე, შაბათს...
ნაკერები მადევს და ცოტა ყელი მტკივა...
მაგრამ, იმედია, ხვალ რაც დაგეგმილი გვაქვს გავაკეთებთ :(


Tuesday, October 6, 2009

*(&)^%$#@!&^%&

ახლა მოვედი... 27 ზეც დამიმატა მილი
და ისევ 14 ზე გადამიყვანა

Wednesday, September 23, 2009

16 again

ისევ გადავედით 16 ნომ. რკალზე...
ორ კვირაში 27 ზეც დაგიმატებ მილსო ;;)

Friday, September 4, 2009

დღეს პარასკევია

დღეს 17 ზე დამიმატა მილი და 27 ზეც დამიმატებს 3 კვირაში...
მაგრამ რომ მოვედი რკალი ამომივარდა მეშვიდედან
მომიწია 12, 13, 14 ზე რეზინების მოხსნა(ნემსით :-/) და რკალის დაბრუნება თავის ადგილზე
ხოდა ერთი რეზინა ჩამივარდა და ვეღარ ვიპოვე
სამშაბათამდე ასე მომიწევს ყოფნა :-/
დღეს პარასკევია
და თან ისევ 14 ნომერი რკალი გამიკეთა (16 ზე ვიყავით უკვე), რომ არ ატყდეს მილიო
:((((((

Friday, August 7, 2009

Patience

"Patience is the companion of wisdom" - St. Augustine

"He that can have Patience, can have what he will" - Benjamin Franklin

"The secret of patience is doing something else in the meanwhile" - unknown

"Patience can't be acquired overnight. It is just like building up a muscle. Every day you need to work on it" - Eknath Easwaran

"Patience is bitter, but its fruit is sweet" - Jean-Jacques Rousseau

"Our patience will achieve more than our force." - Edmund Burke

Tuesday, May 26, 2009

2 კვირა

ოდააა...როგორ ვეგუები ახალ პირს...
ე.ი. მეორე კვირა სრულდება რაც ვატარებ ჩემს ორალ საგანძურს
და ძალიანაც კმაყოფილი ვარ
არც ისე რთული ყოფილა ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა... რომ მეგონა ცოტა სტრესული იქნებოდა რკინები პირში, საუბრის დროს დისკომფორტი, მოშტერებული მზერები, კითხვები, "აბა მანახეე' და ა.შ.
*ყოველი სარკეში ჩახედვა კიდევ ერთხელ მახსენებს იმას რომ უფროდაუფრო ვუახლოვდები საჩემო(არც ორთოგნათიული იქნება და არც იდეალური, ამიტომაც ეს ტერმინი ვარჩიე) თანკბილვას;
*კბილების გახეხვა ყოველი ჭამის შემდეგ არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის, პირიქით :) დიდი სიამოვნებით ვასრულებ მთელს რიტუალს, ზღარბუნებით გახეხვის და ფლოსირების ჩათვლით...
*ცოტა დავიკელი კიდეც :> პირველი კვირა ვერ ვჭამდი თხევადი საკვების გარდა ვერაფერს...
ხოდა რავიცი რა...მშვენივრად ვგრძნობ თავს...
პარასკევს (ანუ მაზეგ) მეორე ვიზიტზე მივდივარ...
ვნახოთ ვნახოთ
;;)

Sunday, May 24, 2009

ნა ნა ნა ნა ნანა


ეთომ გაიკეთა "რკინებიოოოოო"
პარასკევს ანუ 15.05.09 ში
დენსში დავიწყე, მანანა ღვალაძესთან
;;)

Tuesday, March 24, 2009

არ მხსნიან ნაკერებს :/

მგონი შევხორცდი ;;) მაგრამ არ მხსნიან ნაკერებს...ერთი კვირა კიდევო :/
არადა ეს აბრეშუმის ძაფი საშინლად მაწუხებს...სულ ჩაკვნეტა მინდა...თან მგონი ნახვრეტები დამრჩება :D სადაც ნაკერია აშკარად არის საკმაოდ დიდი ცარიელი სივრცე...ხოდა რავიცი აბა...
მაინც სულ მაინტერესებდა ორალ პირსინგი, ხოდა ასე ჩემდაუნებურად შემრჩება მგონი :D ალვეოლური მორჩის მფარავი ლორწოვანი გარსის საყურეებს თუ ვნახავ ნეტა სადმე :))))
არა არა...უნდა შეხორცდეს...არ მინდა ეგეთი პირსინგი...

Saturday, March 14, 2009

28/18

ხოდა...ამოვიღე ზედა მერვე კბილები...28 დიდებულად ხორცდება, ნაკერიც არ დამჭირდა... 18 გუშინ ამოვიღე... ხოდა ჰაიმორის წიაღი გამეხსნა...თავიდან კი ვიგრძენი რაღაც მიქშუტუნებდა, მაგრამ ვიფიქრე ალვეოლაა მეთქი...ერთი ნაკერი დამადო დედამ...ხოდა რომ მოვედით სახლში ცხვირიდან სისხლიანი გამონადენი მქონდა და პირიდანაც...მერე სტვენის ხმაც გავიგე ლოყები რომ გავბერე...ხოდა წავედით უკან და 3 ნაკერი აბრეშუმით დავადეთ...მანამდე ნინო აზიკურს დაურეკა დედამ...კონსუტაცია გავიარეთ...მეც ნემსაძეში წავიკითხე...ხოდა საშიში არაფერი...მსუბუქი გართულება...კიდევ კარგი არ ჩატყდა ფესვები (ისეთი მოღუნული და თხელი იყო) და წიაღში არ გადავარდა...დავლიე მერე ზინატი და წამოვედით სახლში :) მგონი (თფ თფ თფ :D) კარგად ხორცდება...დღეს ცოტა შეშუპებული მქონდა ლოყა და მტკიოდა, სისხლიანი გამონადენი ისევ მაქვს...მაგრამ ნორმალურიაო... ხოდა ვიდებ ყინულებს და ვხორცდები...
ხო :(
ხუთშაბათს, 19 ში უნდა მოვსულიყავი კუბლაშვილთან, მაგრამ სადღა მივალ ასე...უნდა დავურეკო ამოვეწერო...თან კიდევ უკვე აღარ ვიცი...დავიწყო იმასთან თუ არა... :/
მოკლედ უნდა მოვიფიქრო

Thursday, February 12, 2009

რენტგენი

დღეს ვიყავი კონსულტაციაზე ისევ და 19 მარტს ვიწყებოოო...
ორთოპანტომოგრამა და ტელერენტგენოგრამა გადავიღე.
















ზედა ყბაზე მერვეები ჩამოსვლას აპირებს :(
ალბათ ამოღება მომიწევს...ჯერ არ ვიცი...

Tuesday, February 3, 2009

=(

ვერ ვაგროვებ ფულს =(მეხარჯეებაა...
ყველაფერში...
თან ვერც ვმუშაობ ყოველდღე :/ გამოცდები...
დაბადების დღეები, ყველას ახლა აქვს რაა...
მეც :)
ხოდა ეთერი პენსიას დამიმატებს :> ნანანანანანა...
როგორ მინდა მარტში ან აპრილის დასაწყისში მაინც გავიკეთო :S

Monday, January 12, 2009

რაში მჭირდება ბლოგი?

რაში მჭირდება ბლოგი?
ეს იქნება ჩემი ბლოგი უახლოესი 2 წლის მანძილზე
(შეიძლება მერეც გავაგრძელო წერა, ან კიდევ მანამდე წავშალო საერთოდაც -) )

რაში მჭირდება...და ეს ორი წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის...და ვიცი მერე ბევრჯერ გამახსენდება... ამიტომ მინდა მეტ-ნაკლებად რაღაც-რაღაცეები აქ დავაფიქსირო, რომ მერე გახსენება გამიადვილდეს :)

ახლა რა ხდება...

რა ხდება და ძალიან მალე (სულ რამდენიმე თვეში) უნდა დავიწყო კბილების გასწორება, ბრეკეტებით !