ქვდა ყბაზე დავაყენეთ დღეს...
ზედა პრემოლარზეც გადავაყენეთ ბრეკეტი
მაგრამ ქვედა საჭრელზე ამძვრა უკვე :(
ოკლუზია საერთოდ არ მაქვს :(
ერთადერთი რაც ერთმანეთს ეხება: ზედა ყბის საჭრელები ქვედა ბრეკეტებს ურტყამენ :/
ხოდა 3 კვირაში მოდიო...
იქამდე დანარჩენებსაც ავტეხავ ალბათ...
მოკლედ, ხვალ დავურეკავ, თორემ დღეს უკვე ცოდოა... 4 საათი სავარძელზე ვეჯექი ...
თან ფაფების გარდა ვერაფერს ვჭამ .
და ნერვებაშლილი ვარ .
ყველაფერზე ვჩხუბობ .
და არც ჩუქურთმების დახატვის სურვილი მაქვს .
არ ვამბობ, რომ მომბეზრდა ბრეკეტები !
არანაირად!
უბრალოდ, ცოტა ხანი ნერვებაშლილს უნდა გამიძლონ! :D
პ.ს. თან ამ ღორის გრიპმა ხო დამთრგუნა და დამაძაბუნა... სუნთქვა მიჭირს რაც მე-8 ამოვიღე და დღეს გავიგე, მაგის პირველი სიმპტომი ყოფილა...
იმედია, ისე არ მოვკვდები, ჩემი გასწორებული კბილები არ ვნახო :(
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment