Tuesday, May 17, 2011

Friday, February 11, 2011

სტოკჰოლმის სინდრომი?

თავს ვგრძნობ ძალადობის მსხვერპლად,
რომელიც ხვდება, რომ არანაირი წინააღმდეგობის უნარი აღარ დარჩა, მაგრამ იცის, რომ ძალადობა არ დამთავრდება.

არ მინდა წარმოვიდგინო, რას განიცდიან ის ადამიანები, ვინც აიძულეს/დააძალეს ორთოდონტიული მკურნალობა დაეწყოთ.

4 თვე დამრჩა :|

ნერვები დამიბერდა :|


Wednesday, May 12, 2010

Thy

რამდენი ხანია არაფერი დამიწერია
მალე ამ ბლოგს წავშლი, ალბათ

რა ხდება ე.ი.
ზედაზე მაქვს 19,5
ქვედაზე 18 და ჩეინი (ჯაჭვის ლიგატურა?) პრემოლარის მოსაწევად...

ზეგ, 15 მაისს, 1 წელი გახდება რაც ბრეკეტებს ვატარებ :|
რომ დავიწყე, მეგონა, რომ ერთ წელში გაცილებით მეტი შედეგი მექნებოდა :|
როგორც წესი, წუწუნი არ მჩვევია, საკუთარი გეგმების ფარგლებში,
მაგრამ მინდა დავწერო,
რომ ეს ერთი წელი ყველაზე გრძელი ერთი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში (აი, ასე პათეტიკურად) !
ბრეკეტები არ რულზ!
ბრეკეტები მოსაწყენია!
ბრეკეტები დამღლელია!

შეიძლება, მე ვარ ასეთი, მაგრამ ამ ერთი წლის მანძილზე ჩემი ცხოვრება წინამორბედებისგან განსხვავებული იყო...რაღაცეებზე უარს ვამბობ ამის გამო! მირჩევნია სადმე (დაბ.დღეზე, საღამოზე, საახლობლო/სამეგობროს შეკრების ადგილზე) არ წავიდე, ვიდრე წავიდე...
არა იმიტომ, რომ იქ ვინმეს დამოკიდებულება იცვლება ჩემს მიმართ, ბრეკეტების გამო(პირიქით მეუბნებიან, მეც მინდა...საღოლ როგორ გადაწყვიტეო და ა.შ. );
არც იმის გამო, რომ ჭამის დროს დისკომფორტს მიქმნის(თუნდაც ესთეტიკურს)...
არ მიქმნის, არანაირს !
უბრალოდ, არ ვიცი... მეზარება ახლა ამაზე ფიქრი...

კიდევ რა შეცვალა ჩემს ცხოვრებაში ბრეკეტებმა?
ჩემი ყველა გრძელვადიანი გეგმა ამაზეა დამოკიდებული/აწყობილი ! ! !
იმ ორ წელს გავდივარ, რომელსაც კბილებს ვწირავ ! და რომლის განმავლობაშიც ნეიტრალური ვარ..ფერი არ აქვს ამ ორ წელს... ცარიელია!

მაგრამ, დიახაც! მ ი ღ ი რ ს !

ერთი წლის წინ რომ დამაბრუნა, ისევ გავიკეთებდი! რომც მცოდნოდა, რომ ასე ნელა წავიდოდა ყველაფერი !
კიდევ უფრო ნელაც რომ ყოფილიყო, მაინც გავიკეთებდი !


გამწარებული/დაბოღმილი სულაც არ ვარ :)
უბრალოდ, ვაფიქსირებ ჩემს ამბებს, რომ მერე...
წავშალო :)

ჩემი ნაწერი არც ისე გამართულია, ვიცი ! მაგრამ ძალიან მეზარება ამ ტექსტის გადაკითხვა და ჩასწორება...
თუ კი ვინმე ამ პოსტს კითხულობს (რაშიც ეჭვი მეპარება :DD იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩემი დეიდაშვილის და მარიკას გარდა არვინ იცის ამ ბლოგის მისამართი :D რომლებიც მგონი ჩემსავით იშვიათად შუმოდიან აქ..) და გაუჩნდა იმის შეგრძნება, რომ მორიგი გოიმის ბლოგზე მოხვდა, ვუდასტურებ ეჭვს !

Thierry მიყვარხარ !

http://www.youtube.com/watch?v=7tMJ1GnIbBs







Saturday, January 30, 2010

აუგმენტაცია

ხოდა რა ვიფიქრე...
ხომ აკეთებენ აუგმენტაციას იმპლანტებისთვის
რატომ არ შეიძლება, რომ გავაკეთოთ იგივე ვესტიბულურ ზედაპირზე?!

წავედი ვნახო გუგლი რას გვეუბნება...

Monday, January 18, 2010

Dyyyying

მოკლედ,
პარასკევს ვიყავი ვიზიტზე (დღეს ორშაბათია)
18 ნომ. ოთხკუთხედზე უნდა გადავეყვანე, მაგრამ ჩემი ზომა არ აღმოაჩნდათ
ხოდა, ისევ დამრჩა ორივე ყბაზე იგივე რკალები (18 მრგვალები) .

God, give me the P A T I E N C E :((((((((

Tuesday, December 22, 2009

Routine

პარასკევს ვიყავი, 18 - ში
ზედაზე 18 დამიტოვა
ქვედაზე 18-ზე გადამიყვანა

Tuesday, December 1, 2009

.

დღეს
ზედაზე - 18
ქვედაზე - 16
ამძვრალი ბრეკეტი დამიმაგრა .